რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთის საჰაერო სივრცე 4-მა რუსულმა გამანადგურებელმა დაარღვია – შეიარაღებული ძალები

Su-35S
Artyom Anikeev/Stocktrek Images via Getty Images

შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, 2 მარტს ოთხმა რუსულმა გამანადგურებელმა ბალტიის ზღვის თავზე შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

"მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შემთხვევას ძალიან სერიოზულად ვუდგებით".  - ნათქვამია განცხადებაში.

შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, გამანადგურებლებმა საჰაერო სივრცე მცირე დროით კუნძულ გოტლანდის ახლოს დაარღვიეს.

შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოხდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები