რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საგარეო: არ არსებობს გარანტიები, რომ NATO-სთან ინციდენტები არ იქნება

ალექსანდრ გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს თქმით, არ არსებობს გარანტიები, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ალიანსთან "ინციდენტები" არ იქნება.

"ჩვენ უაღრესად შეშფოთებული ვართ, იარაღის მიწოდების პროგრამებით. ასეთ მდგომარეობაში ყველაფერი საშიშია, არ არსებობს გარანტიები, რომ რაიმე სახის ინციდენტები არ იქნება" - თქვა გრუშკომ.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი კონფლიქტში ჩარევას არ აპირებს.  გრუშკოს თქმით, ეს პოზიცია მიუთითებს, რომ NATO-ს მოქმედებაში რაღაც საღი აზრი მაინც დარჩა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები