საქართველო სამი ათეული წელია ყველაფერს აკეთებს და აგურ-აგურ აშენებს ხიდს ევროკავშირთან. თაობები, რაც შეიძლება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ ძალიან მალე. შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დღესვე, მზად ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში ამისთვის. ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს საგარეო მიმართულებით. დღეს რომ საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით გადაადგილდებიან უპრობლემოდ, ვიზების გარეშე, ესეც ჩვენი მიღწევა და ყველას დამსახურებაა. ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული, ბევრი რეფორმაა განხორციელებული და დღეს, საქართველო მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა.
tbl.ge/5w3a
დაკოპირდა

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ევროკავშირში გაწევრიანებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




