რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საკალათბურთო ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) რუსეთის ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. შეზღუდვა შეეხება 3×3 კალათბურთის შეჯიბრებებსაც. აგრეთვე, ტურნირებიდან მოიკვეთება ყველა რუსი ოფიციალური პირიც. განცხადება FIBA-მ საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

ორგანიზაციამ დაგმო ძალადობა, იმედი გამოთქვა, რომ მშვიდობა გაიმარჯვებს და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები