რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: მტერი კიევის მისადგომებთანაა, ვემზადებით ქალაქის დასაცავად

უკრაინელი გვარდიელი კიევში, 2022 წლის 25 თებერვალი
Reuters

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქის მისადგომებთან არიან. უკრაინელები თავდაცვისთვის ემზადებიან.

"სიტუაცია რთულია. მტერი ქალაქის მისადგომებთანაა. ჩვენი შეიარაღებული და ტერიტორიული დაცვის ძალები გმირულად იბრძვიანი ჩვენი მიწისთვის. ვემზადებით კიევის დასაცავად", – თქვა კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებისთვის გაკეთებულ მიმართვაში. 

კლიჩკოს თქმით, სამხედროები ამაგრებენ ბლოკპოსტებს. ის ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ ქალაქი აუცილებლობის გარდა სხვა შემთხვევაში არ დატოვონ. 

"მტერს ჩვენი ქვეყნის გულის აღება უნდა. მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ და კიევს არ დავუთმობთ! შეიარაღებული და ტერიტორიული დაცვის ძალები, განუყოფელი მაცხოვრებლები მზად არიან და დაიცავენ დედაქალაქს", – აღნიშნა კლიჩკომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები