საქართველო-უკრაინა

წულუკიანი ზელენსკიზე: ბომბების ქვეშაა და კომენტარს არ გავაკეთებ, მოვა მშვიდობის დროც

ერთი და იგივე სცენარს ვხედავთ, როგორ შევცვივდეთ პარლამენტში, როგორ ავურიოთ სიტუაცია, როგორ ვიძახოთ, რომ ეს მთავრობა პუტინის აგენტია, როგორ გავაკეთოთ უპასუხისმგებლო განცხადებები და როგორ ვიხადოთ ბოდიშები ზელენსკის წინაშე, რომ თურმე მათ ჰყავთ ცუდი მთავრობა.

დღეს ბატონი ზელენსკი არის ბომბების ქვეშ მდგარი პრეზიდენტი, ამიტომაც, ქართული ტრადიცია ასე მოითხოვს, მის განცხადებებზე, წარსულ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის ომის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მთავრობის ამჟამინდელ შეფასებებზე, მე უარს ვამბობ რაიმე ტიპის კომენტარზე. ის არის ის პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს, მედგრად წარუძღვეს ძალიან დიდ გასაჭირში მყოფ ერს. ჩვენ ვართ მათ გვერდით, მაგრამ მოვა მშვიდობის დროც, მე მინდა ვისურვო, რომ ღმერთი ფარავდეს მართლაც უკრაინას, უკრაინელ ხალხს, ჩვენ მასთან ერთად

კულტურის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში. მას შემდეგ, რაც 25 თებერვალს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებოდა, რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ქართველებს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკეთესია, ვიდრე საქართველოს მთავრობა.

კომენტარები