გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან. ჩვენ ვკითხეთ, თუ არის სისხლის მიწოდების საჭიროება, რაზეც მათ განაცხადეს, რომ ამის საჭიროება დღეს არ დგას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი არსებული მარაგებიდან ერითროციტების გარკვეული მასა მაინც გავაგზავნეთ ტვირთთან ერთად უკრაინაში. ის ათეულობით უკრაინელს დაეხმარება, თუ ამის საჭიროება ექნებათ. ბევრი კითხვა იყო სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება იქნება ქვეყანაში, სისხლის გაგზავნას უზრუნველვყოფთ. თუ რაიმე საჭიროებაა ჯანდაცვის მიმართულებით, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული. თუ ამის სურვილს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც განვიხილავთ და შევძლებთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
აზარაშვილი: თუ საჭიროება იქნება, უკრაინაში სისხლს გავგზავნით – საჭიროება დღეს არ დგას
tbl.ge/5vxq
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
ამავე თემაზე
- უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
- სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე რუსეთის მომავლის ცუდი, კარგი და ინერციული სცენარები განიხილეს
- რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია
- უკრაინამ რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა და კორვეტი გაანადგურა
- სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი




