ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს, ეს შემიძლია, ვთქვა და მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ოპოზიცია უნდა გადადგეს. ეს არის ხალხი, ვინც როცა იყო ხელისუფლებაში, მაშინ ტაშ-ფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს.
ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება, იაროს სწორ გზაზე და არა პირიქით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ საპირისპიროს, ზედაპირულობას. ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს, თითქოს, ერთი სული აქვთ, ამ ქვეყანაში ომი გავარდეს - მინდა გავუცრუო მათ იმედები და ვუთხრა, ამ კონკრეტული პრემიერმინისტრის შემთხვევაში და ამ ხელისუფლების შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ, პირველ რიგში საზოგადოება დაცულები.





