რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა უფასოდ შეგიძლიათ

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, საქართველოს ფოსტა ფიზიკური პირებისგან მიღებულ ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს  უკრაინის მიმართულებით უსასყიდლოდ გააგზავნის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვისცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები