რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BBC: ზელენსკიმ ჯონსონს უთხრა, რომ შემდეგი 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება

BBC-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონსა და ვოლოდომირ ზელენსკის შორის სატელეფონო ზარი შედგა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერს უთხრა, რომ მას სჯერა, შემდეგი 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი პერიოდი იქნება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სატელეფონო ზარისას ბორის ჯონსონმა შეაქო ვოლოდომირ ზელენსკის მმართველობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მათივე ინფორმაციით, ჯონსონმა დაამატა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გაგზავნილი თავდაცვითი საშუალებები უკრაინაში ჩავიდეს.

BBC ასევე იუწყება, რომ ორივე ლიდერი შეთანხმდა, დარჩნენ ერთმანეთთან ახლო კონტაქტზე.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები