რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული მედია: ბელარუსი უკრაინაში საჰაერო დესანტის გადასხმისთვის ემზადება

ალექსანდრ ლუკაშენკო

უკრაინული მედია, ZN.UA დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები უკრაინაში საჰაერო დესანტის გადასხმისთვის ემზადებიან.

გამოცემის ცნობით, დესანტის გადასხმა კიევის და ჟიტომირის მიმართულებით იგეგმება.

რამდენიმე საათით ადრე ბელარუსმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინაში ბელარუსებსა და რუსებს სცემენ და უკრაინის პრეზიდენტი სპეცოპერაციისკენ უბიძგებდა.

ლუკაშენკოს გამოსვლა პასუხი იყო ზელენსკის მიმართვაზე, რომელშიც მან ბელარუს ხალხს მოუწოდა, არჩევანი გაეკეთებინათ და ჰკითხა, სურდათ თუ არა აგრესორის მხარეს ყოფნა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის.

ალექსანდრ ლუკაშენკო ომის დაწყებამდე ჰპირდებოდა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დახმარებას. უკრაინაში შეჭრამდე რუსული სამხედრო ნაწილები ბელარუსში წვრთნების საბაბით განლაგდნენ. 24 თებერვალს ომის დაწყებისას რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრნენ.

ლუკაშენკოს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესაუბრა და მოუწოდა უარი ეთქვა რუსეთის ვასლობაზე. მაკრონმა ასე ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა.

კომენტარები