რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Spiegel: შოლცი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გერმანიის ტერიტორიიდანაც გეგმავს

ოლაფ შოლცი

გამოცემა Spiegel-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გერმანიის ტერიტორიიდანაც გეგმავს, მას შემდეგ, რაც გერმანიამ ნიდერლანდებიდან 1000 ანტისატანკო იარაღისა და "სტინგერის" 500 რეაქტიული ჭურვის მიწოდების დავალება გასცა. 

"ჩვენი ვალია, ყველა ღონით დავეხმაროთ უკრაინას პუტინის დამპყრობელი არმიის წინააღმდეგ თავდაცვაში", - აცხადებს გერმანიის კანცლერი. 

გერმანიის მთავრობამ ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გერმანული წარმოების 400 ტანსკაცინააღმდეგო იარაღის, "პანცერფაუსტის" და 500 ანტისაჰაერო იარაღის, "სტინგერის" მიწოდების დავალება გასცა. დამატებით, გერმანია უკრაინისთვის 14 აღჭურვილი სამხედრო მანქანის გადაცემას გეგმავს.

აქამდე, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტზე უარს აცხადებდა. 

გამოცემა DPA-ის ცნობით, გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ესტონეთიდანაც აპირებს.

კომენტარები