რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი გამოდის ინიციატივით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარდეს

პოლონეთი ინციატივით გამოდის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარდეს

"პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების პროცესს. მას დაუყონებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, წევრობაზე მოლაპარაკებები კი ამის შემდეგ სასწრაფოდ დაიწყოს. აგრეთვე, უკრაინას აღდგენისთვის წვდომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ფინანსურ რესურსებზე, ეს მათ ეკუთვნით". - წერს ტვიტერის გვერდზე პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთსა და კონკრეტულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები