ჩვენი ვალია, სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, არც მორალურად და არც პრაგმატულად, ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ. ეს, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის რეალობას, მაგრამ ეს ტრაგედია იმაშიც უნდა გამოვიყენოთ, რომ ყველა ნორმალური მოქალაქე, ვინც შეცდომაში ჰყავდა შეყვანილი პუტინის პროპაგანდას, მათ შორის ამ მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდას, რომ თურმე შეიძლება დაულაგდე რუსეთს, ჩაუწვე და ასე გავძვრებით, ხალხო ომი ხომ არ გინდა - უსინდისოდ გატყუებდნენ. პუტინის სამიზნეა ჩვენი ნორმალური ცხოვრების არდაშვება და ვინც გვეუბნება, რომ მოდით შევეგუოთ, რომ ჭაობში ვიყოთ, ჩვენ შვილებს იტაცებდნენ, გიწევდნენ საოკუპაციო ხაზს, კლავდნენ, აწამებდნენ და აქ ჭაობში ვიყოთ, აი ის ღალატობს საქართველოს მომავალს, ეს გზავნილი უნდა მივიტანოთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბოკერია: ვინც ამბობს, რომ შეიძლება დაულაგდე რუსეთს და ასე გაძვრე, ის ღალატობს საქართველოს
tbl.ge/5vjj
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
ამავე თემაზე
- უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
- ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
- "ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ




