რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პრეზიდენტი: მზად ვარ, წარმოვადგინო ქვეყანა ფორმატებში, სადაც უკრაინის საკითხი განიხილება

საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით, მშვიდობის მხარე.

ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის ყველა საკითხი, ჩვენი საკითხია.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე  ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით, ის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას ხელს მოაწერს.

კომენტარები