რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნოდია: რუსეთი მთლიანად თანამედროვე ცივილიზაციას ებრძვის, პუტინმა არ უნდა მოიგოს

რუსეთი ეომება უკრაინას, მაგრამ ებრძვის მთლიანად თანამედროვე ცივილიზაციას.

ეს არის ცივი ომის შედეგებისთვის რევანშის მცდელობა. რუსეთის სტატუსი რადიკალურად დადაბლდა და ის ამას ვერ ეგუება.

პუტინს ჰგონია - და მისი აზრით, რუსი ხალხის განწყობას გამოხატავს - რომ რუსეთს მხოლოდ მაშინ სცემენ პატივს, თუ მისი ეშინებათ.

რაც პუტინმა 2008 წელს და 2014 წელს საქართველოში და უკრაინაში გააკეთა, საკმარისი არ აღმოჩნდა. დასავლეთს ჩინეთისა ეშინია, რუსეთისა - მაინც არა. Russia is a declining power, იმეორებს.

ხოდა, ახლა გაჩვენებთ, რა არის ეს დიქლაინინგ პაუერო, თქვა და დიდი ომი დაიწყო. ახლაც არ გეშინიათ ჩემი? ახლაც არ მცემთ პატივს?

ეს გარდატეხის მომენტია. უახლოეს დღეებში ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკრაინის ჯარის სიმტკიცეზე ბრძოლის ველზე და დასავლეთის სიმტკიცეზე პოლიტიკურ ველზე. პუტინმა არ უნდა მოიგოს.

წერს პოლიტოლოგი, გია ნოდია.

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც.  

 

კომენტარები