რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ეს შიშველი აგრესიაა დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ

რუსეთის ფედერაციამ დღეს კიდევ ერთხელ დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი. საერთაშორისო საზოგადოების მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა კონფლიქტის გზა აირჩია. 

არავინ არ გასულელებულა კრემლის მცდარი დროშებითა და ყალბი ნარატივებით.

ეს შიშველი აგრესიაა იმ დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთის უმოქმედო მეზობლობაზე განსხვავებული რამე ისურვა. 

არავინ არ უნდა დაივიწყოს ეს დღე. პუტინი ფიქრობს, რომ ეს მიწის მიტაცება მისი სახელის დარჩენას უზრუნველყოფს - კი, ასე იქნება, მაგრამ არა იმ სახით, როგორც მას სურს. 

წერს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტი, ბენ უოლასი. 24 თებერვლის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც

კომენტარები