პრეზიდენტი ზელენსკი ამაღამ დამიკავშირდა და ჩვენ ახლახან დავასრულეთ საუბარი. დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მე ვაცნობე მას იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო მასშტაბით დაგმობისთვის, მათ შორის დღეს საღამოს გაეროს უშიშროების საბჭოზე. ზელენსკიმ მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით. ხვალ შევხვდები G7-ის ლიდერებს. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დავუწესებთ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებით უზრუნველყოფას.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბაიდენი: ხვალ ვხვდები G7-ის ლიდერებს, აშშ და მოკავშირეები რუსეთს მკაცრ სანქციებს დავუწესებთ
tbl.ge/5vg4
დაკოპირდა

წერს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 24 თებერვლის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც.
ამავე თემაზე
- NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 1.4 მილიონი სამხედრო დაკარგა – EP
- ზელენსკი: არ გვსურს, რომ მტრის გამო უკრაინა დაიწვას, თუ ეს მოხდება, მოსკოვიც დაიწვება
- ბელგია თავისი ყველა F-16 გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს – Ukrinform
- უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
- ზელენსკი: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამ კვირაში მეორედ დავარტყით




