კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 775 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 26.02%-ია

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 351 ტესტი და დადასტურდა 4 775 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 19 242 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 26.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.28%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.97%.

ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 617 გამოვლინდა, აჭარაში - 378, იმერეთში – 601, ქვემო ქართლში – 219, შიდა ქართლში – 158, გურიაში – 165, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 274, კახეთში – 245, მცხეთა-მთიანეთში – 47, სამცხე-ჯავახეთში – 51, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 129 978, საიდანაც 5 585 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 896 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 123 497 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 246, მათგან 289 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 553 668 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 407 776 პაციენტი და გარდაიცვალა – 15 888.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები