COVID-19

ფაუჩი: დროა, ამერიკა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს

ენტონი ფაუჩი
ფოტო: The Indian Express

აშშ-ის პირველი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, მიუხედავ იმისა, რომ კვლავ არსებობს COVID-19-ის გავრცელების რისკი, დროა, ამერიკა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. 

ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ამერიკა გამოწვევის წინაშე დგას იპოვოს ბალანსი საკუთარ მოქალაქეების დაცვასა და კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას შორის.

"მთელი მსოფლიო და ამერიკა, განსაკუთრებით ამერიკის რამდენიმე რეგიონი, COVID-19-ის ტყვეობაშია, მათ სჭირდებათ, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას". - აღნიშნა ფაუჩმა. 

სამედიცინო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა რეგულაციას ერთდროულად გაუქმება არ არის გონივრული ნაბიჭი, თუმცა "საჭიროა დავიწყოთ ამისკენ სწრაფვა".- აღნიშნა ფაუჩმა. 

ფაუჩიმ განმარტა, რომ რეგულაციების შემსუბუქება შეიძლება მოიცავდეს კომპრომისებს - ინფექციათა ზრდას, თუმცა, მისი თქმით, მკაცრი პრევენციის პოლიტიკაც საზიანოა.  

ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 65% სრულად ვაქცინირებულია. 

კომენტარები