მე-10 მოწვევის პარლამენტი

ხუციშვილი: თუ გაგრძელდება საწვავის ფასის ზრდა, შესაძლებელია დაზღვევის მექანიზმზე ვიმუშაოთ

საწვავთან მიმართებაში გვაქვს ნამდვილად  მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ეს გამოწვეულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით. ეს არ იქნება ე.წ. საფეხურებრივი სისტემა აქციზის. შესაძლებელია იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე ქვედა ნაწილი ფასების. 

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. 

კომენტარები