მინისტრის საათი

ვაშაძე ფინანსთა მინისტრს: როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის? ყველაფერი ძვირდება

როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, როდემდე უნდა გვეშინოდეს ბაზარში წასვლის და როდემდე უნდა გვეშინოდეს კომუნალური გადასახადების? ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება და ძვირდება.

თქვენგან, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან, გვაინტერესებს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რას აპირებთ, გააკეთოთ იმისთვის, რომ დასტაბილურდეს ფასები ქვეყანაში? რას აპირებთ ამ უმძიმესი მიმართულებით, პროდუქციის ფასების ზრდის კუთხით? სად არის თქვენი ხედვა, რა კონკრეტული ნაბიჯები გაქვთ?

მიმართა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში.

კომენტარები