მე-10 მოწვევის პარლამენტი

თალაკვაძე: სიების აღდგენას არ ვაპირებთ, კანონი ამის საშუალებას არ იძლევა

არ ვაპირებთ, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომა კანონების შეცვლით ჩვენ გამოვასწოროთ. თვეების განმავლობაში, ჩვენც და საერთაშორისო პარტნიორებიც ოპოზიციას ვარწმუნებდით, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულიყვნენ. მათ კი ამაში არათუ მონაწილეობა მიიღეს, არამედ დემონსტრაციულად საარჩევნო სიებიც გააუქმეს იმისათვის, რომ თავისი დესტრუქციული პოზიციების სიმყარეში დაერწმუნებინათ საკუთარი მხარდამჭერები. რამოდენიმე თვე გავიდა, პარლამენტში შემოვიდნენ და გაუქმებული სიების აღდგენას კანონმდებლობის შეცვლით ითხოვენ, რაც არის არათანმიმდევრული. რადგან, მათ პრობლემა აქვთ არა სიების, არამედ დასწრებასა და საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. სიების აღდგენას არ ვაპირებთ, რადგან კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური კრიზისი და საბოტაჟი ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ეხმაურება, რომ დეპუტატებისთვის, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის ჩამორთმეული მანდატები პროპორციული სიებით უნდა შეივსოს და მათ პარტიებს დაუბრუნდეს.

კომენტარები