მე-10 მოწვევის პარლამენტი

კობახიძე: მათი ჩახსნილი სიების აღდგენას გვეხვეწებიან – მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ

ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას. ესეც მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩადგა ოპოზიცია, უფრო სწორად, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ ჩვენ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი. რადიკალური ოპოზიციის მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ეხმაურება, რომ დეპუტატებისთვის, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის ჩამორთმეული მანდატები პროპორციული სიებით უნდა შეივსოს და მათ პარტიებს დაუბრუნდეს.

კომენტარები