მე-10 მოწვევის პარლამენტი

კობახიძე მანდატების შეწყვეტაზე: ქვეყნის დამშვიდებას ემსახურება

გახსოვთ, რამდენად რთული და ცხელი იყო ვითარება ერთი წლის წინ და ამ ცხელი ვითარების შემოქმედთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის პირები, რომლებსაც დღეს შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, ესენი არიან ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე და შალვა ნათელაშვილი. ჩვენ მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით, ამას ხაზგასმით ვამბობ, მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მათი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ჩვენი მიზანი იყო ქვეყნის დამშვიდება და გვიწევდა მათთან დაპირისპირება, რომ ქვეყანას შეენარჩუნებინა სიმშვიდე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ამ კონკრეტული სამი დეპუტატის მიმართ, რა თქმა უნდა, ასევე ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დეპუტატების - ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის მანდატების შეწყვეტაზე. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

კომენტარები