ნაომი კემპბელი

"ყველაფერს მისთვის ვაკეთებ" – ნაომი კემპბელმა VOGUE-თან დედობაზე ილაპარაკა

"ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მისთვის ვაკეთებ", - თქვა სუპერმოდელმა, ნაომი კემპბელმა, ბრიტანულ Vogue-თან თავის შვილზე საუბრისას, რომელთან ერთადაც ის ჟურნალის მარტის ნომრის გარეკანზე პოზირებს.

ნაომი კემპბელმა დედად გახდომის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელიდან 2021 წლის მაისში შეატყობინა, როდესაც სურათი გამოაქვეყნა, სადაც ქალიშვილის ფეხი მას ხელში უჭირავს. მეტ დეტალზე მაშინ სუპორმოდელს არ უსაუბრია, ახლა კი Vogue-თან ის ამბობს, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც ცხოვრებაში მიუღია.

"აყვანილი არ არის, ჩემი შვილია. ერთი ხელი დამჭირდება იმ ადამიანების ჩამოსათვლელად, რომლებმაც იცოდნენ, რომ შვილი მეყოლებოდა. ის არის ყველაზე დიდი ძღვენი, რასაც კი ოდესმე წარმოვიდგენდი. საუკეთესო გადაწყვიტელებაა, რაც ცხოვრებაში მიმიღია", - თქვა მან.

სუპერმოდელი ყვება, რომ ყველგან თავის შვილთან ერთად დადის - 25 დეკემბერს ისინი საფრნაგეთში, ოჯახთან ერთად იმყოფებოდნენ, ახალ წელს კატარში შეხვდნენ, შემდეგ რამდენიმე საათით ლონდონში ჩაფრინდნენ, საიდანაც რამდენიმე დღით ლოს-ანჯელესში გაემგზავრნენ, იქიდან კი პარიზში წავიდნენ, სადაც ნაომი კემპბელმა ვირჯილ აბლოას უკანასკნელ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალისტის კითხვაზე, სად არის მათი მუდმივი საცხოვრებელი, სუპერმოდელი პასუხობს, რომ ისინი "მსოფლიოს მოქალაქეები" არიან.

"ვიცოდი, რომ ერთ დღეს დედა გავხდებოდი, მაგრამ ეს ყველაზე დიდი მხიარულება ყოფილა. იღბლიანი ვარ, რომ ის მყავს და ეს კარგად ვიცი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მისთვის ვაკეთებ", - თქვა მან.

გარდა ინტერვიუსა, ნაომი კემპბელს ფოტოსესიაც ჰქონდა, ფოტოები კი მას სტივენ მეიზელმა გადაუღო.

კომენტარები