ნაომი კემპბელი

ნაომი კემპბელი: დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამ, გამონაკლისი კვირა დღეა

Getty Images

ნაომი კემპბელი ამბობს, რომ კვირა დღის გარდა, სხვა დღეებში მხოლოდ ერთხელ ჭამს. თავისი კვების რაციონის შესახებ სუპერმოდელმა Wall Street Journal-თან ისაუბრა.

"მე ლანჩს ვჭამს. ლანჩი ჩემი სადილია, რადგან მხოლოდ ერთხელ ვჭამ დღეში. კვირა დღე ჩემი სიამოვნებაა და დესერტებს, ნამცხვრებსა და პუდინგებს მივირთმევ", - თქვა მან.

49 წლის სუპერმოდელის თქმით, ის არ შიმშილობს, თუმცა არსებობს დღეები, როდესაც საერთოდ არაფერს ჭამს.

"ვჭამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვხვდები რომ მესიამოვნება და არ ვშიმშილობ. თუ მინდა, რომ დღის განმავლობაში საერთოდ არაფერი ვჭამო, ასეც ვიქცევი და მხოლოდ წყალს ან წვენებს ვსვამ. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ", - თქვა მან.

მისივე თქმით, ის წინასწარ არასდროს გეგმავს, როგორი იქნება მისი კვების რაციონი დღის განმავლობაში.

"სიცხეში, ხანდახან, მხოლოდ წვენის დალევა მინდება. დაგეგმილი არასდროს მაქვს. შესაძლოა ასეთი ერთი დღე იყოს, შესაძლოა კვირის განმავლობაში - ორი", - თქვა მან.

კომენტარები