უბედური შემთხვევა

საუნივერსიტეტო კლინიკის პალატის ფანჯრიდან Covid-პაციენტი გადახტა, მამაკაცი გარდაიცვალა

საუნივერსიტეტო კლინიკის პალატის ფანჯრიდან Covid-პაციენტი გადახტა. 59 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტი კლინიკიდან ხვალ, 15 თებერვალს უნდა გაეწერათ. 

"მაჩვენებლები კარგი ჰქონდა, გამოსული იყო მდგომარეობიდან... მომძვრალი გვაქვს ფანჯრებზე სახელურები, გაუგებრობა რომ არ მომხდარიყო, მაგრამ რაღაცით გაუღია ფანჯარა და გადახტა" - ამბობს ლალი ტურძელაძე TV პირველთან. 

საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის თქმითვე, "ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 19:00 საათზე".

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები