მიხეილ სააკაშვილი

უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის საქმეზე ოფიციალურად ცნო დაზარალებულად.

"უკრაინის გენერალური პროკურატურის წინასასამართლო გამოძიების ხელმძღვანელმა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად ცნო. 

2022 წლის 14 იანვარს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლით მე-3 ნაწილით აღიძრა საქმე მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას ქართველი სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ფაქტზე". – ნათქვამია დენისოვას განცხადებაში.

უკრაინის ომბუდსმენი ასევე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე მისი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

10 თებერვალს უკრაინის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად 50 დღე შიმშილობდა, რის შემდეგაც რეაბილიტაციისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 29 დეკემბერს, ღამით სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

 გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. სააკაშვილის გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა თავად გაავრცელა. 

კომენტარები