ავსტრალია

ავსტრალიამ კოალა გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში შეიყვანა

ავსტრალიამ კოალა გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში შეიყვანა. ავსტრალიის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩანთოსანი ცხოველის რაოდენობის მკვეთრი კლების გამო მიიღო.

კოალების რაოდენობის კლება ტყეების გაჩეხვამ, ხანძრებმა, გვალვამ, დაავადებებმა და სხვა სააფრთხეებმა გამოიწვია.

ფედერალური მთავრობის განცხადებით, სიტუაცია განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ქუინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში და ავსტრალიის დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიაზე.

ზემოხსენებულ შტატებში ჩანთოსან სახეობას "დაუცველის" სტატუსი მხოლოდ 2012 წელს მიენიჭა, 10 წელიწადში კი კოალა გადაშენების პირას მყოფი სახეობის სიაში მოხვდა, მათი რაოდენობის ასეთი სწრაფი კლება მეცნიერებისა და გარემოს დამცველების აზრით საგანგაშოა. მათივე შეფასებით, შექმნილ მდგომარეობაში განსაკუთრებული როლი 2019-2020 წლების ე.წ. შავმა ზაფხულის ხანძრებმა ითამაშა, რომელსაც მხოლოდ ახალი სამხრეთ უელსის შტატში დაახლოებით 5 000 კოალა ემსხვერპლა.

კომენტარები