სამთავრობო ცვლილებები

ნონიაშვილი: პრობლემები დღის წესრიგში რჩება და მინისტრების ცვლილებით ვერ მოგვარდება

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჩვენ საუბარი გვაქვს ისეთი ტიპის ხელისუფლებაზე, სადაც რაიმე ცვლილებას არაფერი არ მოაქვს გარდა ვიზუალური ეფექტის შექმნისა, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს იმისათვის რომ ერთგვარად განმუხტოს
სიტუაცია, თუმცა რეალურად პრობლემები კვლავ დღის წესრიგში რჩება და ეს პრობლემები ერთი და ორი მინისტრის ცვლილებით ცხადია, რომ ვერ მოგვარდება.

უნდა შეიცვალოს მთლიანად ხელისუფლება, იმისთვის რომ ადამიანის მდგომარეობა ფუნდამენტურად გაუმჯობესდეს, ოღონდ მანამდე სანამ ხელისუფლება შეიცვლება მინისტრების ცვლილება კი არ გვჭირდება, არამედ გვჭირდება მცირე-მცირე ცვლილებები, რომელიც მაგალითად უშუალოდ ეკონომიკურ ნაწილში გააუმჯობესებს მდგომარეობას, იგივე გადასახადებს შეაცმირებს, აქციზს შეამცირებს, ინფლაციას რაღაცნაირად გაუმკლავდება ხელისუფლება და შეაკავებს მას, იმისთვის რომ ადამიანებს კიდევ უფრო არ გაუძვირდეთ ცხოვრება. ეს არის მთავარი ამბავი და არა თურნავას, პეტრეს ან პავლეს ცვლილება, რომლითაც არაფერი არ იცვლება სამწუხაროდ.

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა, სამთავრობო ცვლილელებზე ლაპარაკისას.

დღეს, 9 თებერვალს, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა ჩაანაცვლა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გახდა.

კომენტარები