მარეგულირებელი კომისია

ნარმანია: ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, ნუ შეწუხდებით და ნუ მოხვალთ კომისიის ოფისთან

რაც შეეხება ტარიფების ზრდას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ნუ შეწუხდებით მეგობრებო, ნუ მოხვალთ მარეგულირებელი კომისიის ოფისთან, ამით ვერაფერს ვერ მიაღწევთ და ვერც ხმებს მიიღებთ. ჩვენ ტარიფები დროებით გვქონდა დაგენილი, ვინაიდან ელექტრონული ბაზარი უნდა გახსნილიყო პირველი მარტიდან, თუმცა, ჩვენი რეკომენდაციით ბაზრის გახსნა გადაიწევს და შესაბამისად ეს დროებითი ტარიფები, რაც გვქონდა დადგენილი უნდა გადავაგრძელოთ. უბრალოდ იურიდიული დოკუმენტის მიღება მოხდება და მოქმედი ტარიფების გადაგრძელება, ვადის გაგრძელება ხდება. შესაბამისად, არც გადაანგარიშებას ვაპირებთ ამ ეტაპზე და ზრდაზეც საუბარი ზედმეტია.

თქვა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. დღეს, 8 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა და ენმ-ს წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსთან აქციას გამართეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი გადასახადები გაორმაგდა და ამაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ. 

კომენტარები