მარეგულირებელი კომისია

ნარმანია: თუ დარღვევა გამოვლინდა, თელმიკო და თელასი ორმაგ ჯარიმას გადაიხდიან

სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, თუ თელასისა და თელმიკოს შემოწმებისას დარღვევა გამოვლინდება, კომპანიებს გაორმაგებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ. სემეკის სპეციალური ჯგუფი მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს შეისწავლის. კომისიაში რამდენიმე ასეული აბონენტის საჩივარია შესული - მათი მტკიცებით, დეკემბრისა და იანვრის თვეებში ზედმეტი გადასახადი მიუვიდათ.

"იმ შემთხვევაში, თუ არასწორად იქნება დარიცხული,  რასაკვირველია, აბონენტებს ზედმეტად, ან არასწორად დარიცხული თანხები დაუჯდებათ მომდევნო თვეების გადასახდელების ანგარიშზე და მოხდება მისი გაქვითვა.

რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვნახეთ არასწორი დარიცხვები, მოხდა მათი დაჯარიმება და იგივე გადაწყვეტილებით გაფრთხილებულები არიან, რომ მსგავსი ხასიათის დარღვევების შემთხვევაში მათ მოუწევთ გაორმაგებული ჯარიმების გადახდა,"- აცხადებს დავით ნარმანია. 

მარეგულირებელი კომისია თელასისა და თელმიკოს შემოწმებას 3 მარტს დაასრულებს. 

კომენტარები