დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. თბილისის ყოფილ მერს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება იმისთვის, რომ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გახდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა 18 სექტემბერს წარუდგინა. ნარმანია იქამდე სალომე ზურაბიშვილს სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ შეხვდა.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას უფლებამოსილება 16 სექტემბერს ამოიწურა.