ევროპული საქართველო

ბოკერია: ვიქნებით ხმა, რომელიც არ აყვება ცდუნებებს, რაც ოპოზიციის დიდ ნაწილს აქვს ხოლმე

ვაპირებთ, რომ ვიყოთ ხმა, რომელიც არ აყვება იმ ცდუნებებს, რაც აქვთ ხოლმე და რასაც ნაციონალური მოძრაობაც და სხვებიც, ოპოზიციის დიდი ნაწილი, ყოველთვის აყვება ხოლმე. აი, ნამახვანისნაირ პროტესტს, ან ახლა ელექტროენერგიის ფასზე რა გზითაც მიდიან...

პოპულიზმი რატოა ცუდი? იმიტომ, რომ მოტყუებაა.

თუ შენ აყვები ეთნორელიგიურ ისტერიას, ქვეყანას დააზიანებ და ჩაშლი ამხელა პროექტს, რომელსაც ფული უნდა შემოეტანა ქვეყანაში, რომელსაც ენერგიით უნდა უზრუნველეყო ქვეყანა... ნამახვანის პროექტი ჩაშალა ხელისუფლებამ და ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, ვინც აყვა ამ პროტესტს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველზე.

კომენტარები