ეკონომიკა

FITCH-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ისევ BB დონეზე დატოვა – რას ნიშნავს ეს?

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო მაჩვენებელი ისევ BB დონეზე, მოლოდინები კი სტაბილურზე დატოვა.

საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო რისკებს აღწერს. მაგალითად, თუ ქვეყნის რეიტინგი AA-ია, იგულისხმება, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო სტაბილურია და ამ ქვეყანაში ინვესტირება თითქმის ურისკოა. მეორე მხრივ, თუ ქვეყანას CC რეიტინგი აქვს, ინვესტორებისთვის ეს არასტაბილური გარემოს ინდიკატორია, სადაც ჩადებული ინვესტიციის დაცვის გარანტიები არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტთა ნაწილი BB რეიტინგს არასასურველად მიიჩნევს, საქართველო კი 2014 წლიდან მოყოლებული სტაგნაციას განიცდის და BB რეიტინგს ვერ სცდება. 

შედარებისთვის, მეზობელ სახელმწიფოებს უკეთესი რეიტინგი აქვთ, კერძოდ, რუსეთს [BBB] და აზერბაიჯანს [BB+]. 

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი წლების მიხედვით: 

  • 2007: BB-
  • 2008: B+
  • 2009: B+
  • 2011: B+
  • 2014: BB-
  • 2015: BB-
  • 2018: BB-
  • 2019: BB
  • 2020: BB
  • 2021: BB
  • 2022: BB

კომენტარები