ქართული ოცნება

კალაძე: რომელმა მთავრობამ გადადგა ის ნაბიჯები ქალაქისთვის, რაც ჩვენ მოვახერხეთ?

ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში, ცოტა მეტი დაგვჭირდა, დაახლოებით, 800-მდე ახალი ავტობუსი შევიძინეთ, 100-მდე ახალი მიკროავტობუსი, 100 მეტროს ვაგონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და შევიძინეთ 40 ახალი ვაგონი, რომელიც უახლოეს მომავალში, როდესაც დამზადდება, ჩამოვა თბილისში და დედაქალაქის მოსახლეობა მოიხმარს. 

რომელმა მთავრობამ გააკეთა და გადადგა ეს ნაბიჯები ქალაქისთვის, რაც ჩვენ მოვახერხეთ და გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში? ეს გააკეთა ჩვენმა გუნდმა, გააკეთა გუნდმა, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე იმედთან ინტერვიუში. 

კომენტარები