სექსუალური ძალადობა

BBC-ის თანამშრომლის თქმით, კულინარიული შოუს ჩაწერაზე გააუპატიურეს

BBC

BBC-ის თანამშრომლის თქმით კულინარიული შოუს გადასაღებ მოედანზე უცნობი კაცი თავს დაესხა და გააუპატიურა.

შემთხვევა 2021 წლის სექტემბერში მოხდა. პოლიციაში განცხადება 19 სექტემბერს შევიდა. დაზარალებულმა გაუპატიურების ფაქტის შესახებ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მხოლოდ ახლა აცნობა.

ქალის თქმით სტეისი დულის კულინარიული შოუს, Hungry For It გადაღებისას საკუთარ ოთახში იმყოფებოდა, როდესაც კაკუნი მოესმა, კარის გაღების შემდეგ ოთახში უცნობი შემოიჭრა და მასზე სექსუალურად იძალადა. 

"მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის დამნაშავე დაჭერილი არ არის. დაზარალებული სპეციალური მომზადების მქონე თანამშრომლების დაკვირვების ქვეშ იმყოფება". – წერია პოლიციის განცხადებაში.

გამოცემა The Sun-ს ანონიმურად გამოეხმაურა გადამღები ჯგუფის ერთ ერთი წევრი:

"გადამღები ჯგუფი შოკშია, განადგურებულები ვართ ამ ამბით. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მსგავსი რამ გადასაღებ მოედანზე მოხდებოდა. ამ შემთხვევის შემდეგ დავფიქრდით, რამდენად დაცულები ვართ მსგავსი შემთხვევებისგან". 

კომენტარები