სარფი

სარფში სატვირთოში დამალული 5 ადამიანი იპოვეს, რომლებსაც საქართველოში გადმოსვლა უნდოდათ [VIDEO]

კადრი ვიდეოდან / AA

სარფის საბაჟოზე თურქმა მესაზღვრეებმა სატვირთოში დამალული 5 ადამიანი იპოვეს, რომლებსაც საქართველოში გადმოსვლა უნდოდათ. თურქული მედიების ინფორმაციით, დაკავებულები სხვადასხვა დანაშულის ჩადენაში ეჭვმიტანილები არიან და თურქეთის დატოვება ეკრძალებათ.

სატვირთოში დამალულ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში დამალვა სურდათ. მესაზღვრეებმა საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი 2 თებერვალს აღმოაჩინეს.

კომენტარები