გორი

82 წლის მამის მიერ დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

tsamali.ge

კაცს, რომელსაც 82 წლის მამამ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, გარდაიცვალა. ექიმის თქმით, კაცს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები თავზე, ორივე კიდურსა და სხეულის კიდევ სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა მიყენებული.

"შემოყვანილი იყო სხეულის მრავლობით დაზიანებით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩაუტარდა ოპერაციები, მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა [...] მუცლის ღრუს თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული იყო [...] დღეს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი". – ამბობენ კლინიკაში.

82 წლის კაცი პოლიციამ გორში ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 31 იანვარს დააკავა. ბრალდებული სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ შვილი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები