ეკონომიკა

ბოსტნეული 23%-ით, პური 20%-ით, ტრანსპორტი 23%-ით, ელექტროენერგია და გაზი 68%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.1%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 13.9% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 23.3%
  • პური და პურპროდუქტები + 20.5%
  • ზეთი და ცხიმი + 19.6%
  • უალკოჰოლო სასმელები და წვენები + 18.3% 
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 18.2%
  • თევზეული + 16.6 %
  • რძე, ყველი და კვერცხი + 14.4%
  • ხილი და ყურძენი + 13.7% 
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11.9% 
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 7.8%

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27%-ით პუნქტით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3%). 

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7%).

კომენტარები