საქართველოს კინოთეატრები

THE BEATLES-ის ლეგენდარული კონცერტი CAVEA-ს კინოთეატრში გამოვა

Guitar World

The Beatles-ის ლეგენდარული, სახურავზე გამართული კონცერტის ნახვის საშუალება ქართველ მაყურებელს, სამი დღის განმავლობაში ექნება.

Get Back – ასე ქვია პიტერ ჯექსონის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც 1969 წელს ხმის ჩამწერი სტუდიის სახურავზე, The Beatles-ის მიერ გამართულ ცოცხალ შესრულებას ეძღვნება. ერთსაათიანი ფილმი აქამდე არნახული უნიკალური კადრებისა და კონცერტის სრული ვიდეოჩანაწერისგან შედგება. სურათის პროდიუსერები პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი არიან.

ცნობილი კონცერტზე პირველად გაიჟღერა სიმღერებმა, რომლებიც მოგივანებით საკულტო ალბომში, Let It Be შევიდა. მალევე კონცერტის ამსახველ ვიდეომასალაზე დაყრდნობით დოკუმენტური ფილმი Let It Be გამოვიდა. პიტერ ჯექსონმა დოკუმენტურ ფილმზე დაყრდნობით რვასაათიანი მინისერიალი გადაიღო, რომელიც Disney+-ის ეთერში 2021 წლის ნოემბერში გამოვიდა. ასევე შეიქმნა სერიალის ერთსაათიანი, თეატრალური ვერსია, რომელიც 2022 წლის იანვრიდან მსოფლიოს IMAX კინოთეატრებში გადის.

Get Back-ის ნახვა კინოთეატრების ქსელ Cavea-ს ისთ-ფოინთის IMAX-ს ფილიალში 11-დან 13 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები