საქართველოს კინოთეატრები

CAVEA-ში დისნეის "დაწყევლილი სასახლის" პრემიერა მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე გაიმართა

26 ივლისს, თბილისში, Cavea გალერეაში კინოსტუდია Disney-ის ახალი ფილმის, დაწყევლილი სახლის პრემიერა გაიმართა. სურათი ქართულ კინოგაქირავებაში მსოფლიო პრემიერაზე ერთი დღით ადრე გამოვიდა.

კომედიური ჰორორის მოქმედება ნიუ-ორლეანში ვითარდება. მთავარი გმირი მცირეწლოვან შვილთან ერთად მოჩვენებებით დასახლებულ სახლში გადადის. დედა-შვილს სახლიდან ბოროტი ძალების განდევნაში ადგილობრივი მღვდელი, მეცნიერი, ექსტრასენსი და ისტორიკოსი ეხმარებიან.

სურათში ჰოლივუდის მთელი თანავარსკვლავედი მონაწილეობს: როზარიო დოუსონი, ოუენ უილსონი, დენი დე ვიტო, ჯარედ ლეტო, ჯემი ლი კერტისი, ვაინონა რაიდერი. ფილმი სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულმა რეჟისორმა, ჯასტინ სიმენმა გადაიღო.

ფოტო პრემიერიდან
ფოტო პრემიერიდან
ფოტო პრემიერიდან
ფოტო პრემიერიდან
ფოტო პრემიერიდან

 

კომენტარები