საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – თებერვლის მთავარი კინოპრემიერები

წარმოგიდგენთ თებერვლის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

Dune 2

2024 წლის მთავარი ბლოკბასტერი საქართველოს კინოთეატრებში 29 თებერვალს გამოვა. ფრენკ ჰერბერტის რომანის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ზენდაია, ოსტინ ბატლერი და ფლორენს პიუ ასრულებენ.

Argyle

Kick Ass-ისა და Kingsman-ის რეჟისორის, მეთიუ ვონის ახალი ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში 1 თებერვალს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს ჰენრი კევილი, ბრაის დალას ჰოვარდი, სემ როკუელი და დუა ლიპა ასრულებენ.

ლოტო

1-დან 4 თებერვლის ჩათვლით კინოთეატრ ამირანში ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ფილმი ლოტო გამოვა. ფილმის პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით, საქართველოსა და ლიტვის ერთობლივმა სურათმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო პრომეთე მიიღო.

The Taste of Things

The Taste of Things საფრანგეთის კინოაკადემიამ ოსკარზე წარგზავნა, სურათმა ნომინაცია მიიღო და 2024 წლის დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებს. ჩან ან ჰუნგის ნამუშევარი საქართველოს კინოთეატრებში 14 თებერვალს გამოვა.

Drive-Away Dolls

ძმები კოენების ნახევრის, ითან კოენის ახალი ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში 22 თებერვალს გამოდის. 

 

Beautiful Wedding

2013 წლის იგივე სახელწოდების ბესტსელერის ერკანიზაცია. რომანტიკული კომედიის ნახვა ქართველ მაყურებელს 14 თებერვლიდან შეეძლება.

DOCA Film Club

საქართველოს დოკუმენტალისტთა ასოციაციის ინიციატივით თებერვლის განმავლობაში მაყურებელს ქართული დოკუმენტური ფილმების ნახვის კარგი შესაძლებლობა ეძლევა. ფილმების ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე.

Bob Marley. One Love

ლეგენდარული იამაიკელი მუსიკოსის შესახებ გადარებული ბიოგრაფიული ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში 15 თებერვალს გამოვა.

Baghead

საშინელებათა ჟანრის მოყვარულები ახალ ბრიტანულ ჰორორს საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვლიდან შეძლებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვისა და ბილეთების შესაძენათ ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები