საქართველოს კინოთეატრები

26 ოქტომბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ოსკარზე გაგზავნილი "მოქალაქე წმინდანი" გამოვა

Cavea

26 ოქტომბერს ქართულ კინოგაქირავებაში თინათინ ყაჯრიშვილის მოქალაქე წმინდანი გამოვა.

სურათი 2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოსთვის, ოსკარისთვის იბრძოლებს. 

ფილმი კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.

მოქალაქე წმინდანი საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს. ამ დროისთვის სურათი მსოფლიოდან გაგზავნილ სხვა ნამუშევრებთან ერთად გრძელ სიაშია წარმოდგენილი. საბოლოოდ ოსკარის ნომინაციას მხოლოდ 5 ფილმი მიიღებს.

კომენტარები