პარაგვაი

პარაგვაიში მუსიკალურ ფესტივალზე სროლას 29 წლის მოდელის სიცოცხლე ემსხვერპლა

DailyNation

პარაგვაიში ჩატარებული ხაუმინას მუსიკალური ფესტივალი ტრაგიკულად დასრულდა. შეიარაღებულმა უცნობებმა კონცერტის მსვლელობისას ცეცხლი გახსნეს, რასაც ორი ადამიანის, მათ შორის პარაგვაელი მოდელის, კრისტინა ვიტა არანდას სიცოცხლე შეეწირა.

გამოძიების ვერსიით თავდამსხმელების სამიზნე ადგილობრივი ნარკომოვაჭრე ხოსე ლუის ბოგადო ქევედო, მეტსახელად კურე იყო. კრიმინალური ავტორიტეტი მძიმე ცეცხლსასროლი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. არანდას გარდა ადგილზე გარდაიცვალა მარკოს იგნაციო მორა. პოლიციის აზრით თავდამსხმელებს მათი მოკვლა განზრახული არ ჰქონდათ და ორივე გარდაცვლილი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

29 წლის არანდა პარაგვაიში პოპულარული მოდელი, ფიტნესის ინსტრუქტორი და სოციალური მედიის ინფლუენსერი იყო. მისი ქმარი ივან ტორესი პარაგვაის ნაკრებისა და კლუბ ოლიმპიას ნახევარმცველია. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

 

კომენტარები