პარაგვაი

პარაგვაიში პრეზიდენტად კონსერვატორი ეკონომისტი აირჩიეს

Maria Magdalena Arrellaga for The New York Times

პარგვაიში ამომრჩეველმა კვირას, 30 მაისს 44 წლის ეკონომისტი, სანტიაგო პანია აირჩიეს.

ამ არჩევნით პარაგვაი აღუდგა სამხრეთულ მარცხნივ გადახრის ტენდენციას - ე.წ. ვარდისფერ ტალღას. ნაცვლად ამისა აირჩია მემარჯვენე კანდიდატი, რომელმაც სამუშაო ადგილების ზრდა, გაზის ფასის შემცირება და ნარკოდამოკიდებულთა “ქუჩებიდან წმენდა” დაანონსა.

თუმცა მისმა არჩევამ შეიძლება გაართულოს ქვეყნის ურთიერთობა მის ახლომოკავშირესთან, აშშ-სთან. 

პანია ყოფილი პრეზიდენტის, ჰორასიო კარტესის პროტეჟეა. ეს უკანასკნელი კი პარაგვაის უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ინარჩუნებს და რჩება კოლორადოს პარტიის თავმჯდომარედ. იანვარში აშშ-მ მას სანქციები დაუწესა, იმ ბრალდებით, რომ ქრთამის მეშვეობით შეინარჩუნა ძალაუფლება და აქვს მჭიდრო კავშირი ისლამისტურ მოძრაობასთან - ჰეზბოლასთან.

გამარჯვების შემდეგ, პენია კარტერთან ერთად იდგა და მიმართვისას მას მადლობა გადაუხადა. 
"თქვენი წვლილი, პრეზიდენტო, შეიძლება მხოლოდ პატივისცემით გადავიხადოთ". - აღნიშნა მან. 

კომენტარები