პარაგვაი

პარაგვაიში სენატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო

პარაგვაის პარლამენტის ზედა პალატამ ქვეყნის პრეზიდენტის, ფერნანდო ლუგოს იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სახელმწიფოს პირველ პირს ბრალად თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედებები ედება. სენატმა იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დააყენა, რაც გასულ კვირას განხორციელებული დაპირისპირებისას, რომელიც პოლიციასა და ქრისტიანებს შორის მოხდა, 17 ადამიანი დაიღუპა.

პარლამენტის ზედა პალატის გადაწყვეტილების თანახმად, ფერნანდო ლუგოს პრეზიდენტის პოსტი დაატოვებინეს. ქვეყანას სათავეში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის აგვისტოში გაიმართება, პარაგვაის ვიცე–პრეზიდენტი ფედერიკო ფრანკო ჩაუდგება.

თავად ლუგო სენატორებისა და დეპუტატების გადაწყვეტილებას სახელმწიფო გადატრიალებად მიიჩნვეს და აცხადებს, რომ არასდროს აღიარებს იმპიჩმენტის ლეგიტიმურობას.

სენატის ქმედების გასაპროტესტებლად პარასკევს კონგრესის შენობის წინ ფერნანდო ლუგოს მხარდამჭერები შეიკრიბნენ. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ლუგოს მხარდასაჭერად განცხადებები ბოლივიის, ნიკარაგუას და ვენესუელის მთავრობებმა გააკეთეს.

 

კომენტარები