ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

mashable

ხვალ, 2 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, რაზმაძის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები