უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაზე ოცნების რეზოლუციას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების მიერ წარდგენილ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს. რეზოლუციის მხარდამჭერები მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან. 

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა - ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. სამადაშვილი ქართული ოცნების წევრებს მოუწოდებდა, კენჭისყრაზე დაეყენებინათ წინადადება, ჩაემატებინათ თუ არა რუსეთი მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში. 

"თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს, სირცხვილიც დაკარგეთ, წარმოუდგენელი ამბავია". - მიმართა სამადაშვილს სამხარაძემ.  

მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივად მიღებას აპირებდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ჩაგდების პარალელურად, ქართულმა ოცნებამ თავად მოამზადა რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის. როგორც მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "რეზოლუციის ტექსტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილია".

კომენტარები